სიახლები

02-06-2019 ქსენობიოტიკები და ფიტორემედიაცია

დღეს ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს ქიმიური ნაერთებით გარემოს დაბინძურება.
ქსენობიოტიკები არის ნაერთები, რომლებიც თავისი სტრუქტურითა და თვისებებით უცხოა ბიოსფეროსთვის, ისინი მხოლოდ ქიმიური გზით მიიღებიან. მაგ. სინთეზური პოლიმერები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ქიმიური პროდუქტები - პესტიციდები, სასუქები, საღებავები, გამხსნელები და ა. შ.
XXI საუკუნეში სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების შებოჭვისა და გაუვნებლებისთვის პოპულარული გახდა ფიტორემედიაციის გამოყენება.
ფიტორემედიაცია გულისხმობს მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას. ის ასევე გამოიყენება ვადაგასული ქიმიური ნაერთების უტილიზაციისთვის და მაღალრადიაციული ფონის შესამცირებლად. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას მდოგვი, ცაცხვი და ა. შ. მცენარეებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ ბაქტერიები და სოკოები. ხდება ნიადაგის ქსენობიოტიკების დეგრადაცია და ასიმილაცია, რაც დროთა განმავლობაში აღადგენს ნიადაგის ნაყოფიერებას.

ნანახია 2772-ჯერ